გიყვებით 7 ნოემბერზე, რომელიც დღეს, შესაძლოა მოახლოებული მეორე ტურის გამო ყველაზე მასშტაბურად გაიხსენეს. გააპროტესტეს მოქალაქეებმა, პოლიტიკოსებმა და მმართველი გუნდის სხვა წევრებმა. იყო აქციები „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ და სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად.
მთელი დღეა კეთდება განცხადებები - უმრავლესობა ძირითადად აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ პარტიაში, რომლის ლიდერებიც წლების წინ ასე არბევდნენ მოქალაქეებს, არაფერი შეცვლილა. ოპოზიცია და მმართველი გუნდის კანდიდატის მთავარი ოპონენტი კი 7 ნოემბერს შეცდომას უწოდებს, ამ საქმეზე მსჯავრდებული გიგი უგულავა მოქალაქეებს ბოდიშსაც უხდის. შეკრებები, აქცია, გამოსვლები და მსვლელობა თბილისში.