''ბილწთ არ შევეკვრი ზავითა'' - ამ ლოზუნგით რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მსვლელობა მიმდინარეობს.
აქციას „გვახსოვს 7 ნოემბერი“ - სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ მართავს.
რუსთაველზე შეკრებილებს აქციის ორგანიზატორებმა სიტყვით მიმართეს.
აქციის მონაწილეებმა 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენეს და განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დაბრუნებას არ დაუშვებენ.
''გავაგონოთ ჩვენი ხმა ''ნაციონალურ მოძრაობას'', ''არა მიშას'', ''ანა ნაცებს'', ''არა წარსულს'' - - აქციის მონაწილეების გზავნილები წინა ხელისუფლებას.