რუსი სამხედროები სოფელ ატოცში რკინის ბოძებს ამონტაჟებენ

07 ნოემბერი 2018, 00:00 1735 ნახვა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში რუსი სამხედროები დილიდან გამოჩნდნენ. ისინი ტერიტორიაზე რკინის ბოძებს ამონტაჟებენ.

სოფლის ერთ ნაწილში მავთულხლართები 2008 წლის შემდეგ არის გავლებული, ახლა კი ბოძების მონტაჟი დანარჩენ პერიმეტრზე მიმდინარეობს.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ბოძების შემდეგ ღობესაც გააბამენ.

აღნიშნული ტერიტორია დასახლებული ადგილიდან, დაახლოებით ერთ კილომეტრშია. სოფლის მოსახლეობა მას საძოვრებად და სახნავ-სათეს მიწებად იყენებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი