ქედაში კი ახლახან აშენებული სოციალური სახლია დაკეტილი. მშენებლობა მაისში დასრულდა, დაბაში არსებულ სახლში ბინა წესით 12-მა ოჯახმა უნდა დაიდოს, თუმცა მერიამ ჯერ კიდევ ვერ დაასრულა მათი შერჩევა, გადაწყვეტილება მხოლოდ ორ ოჯახთან დაკავშირებითაა მიღებული. სოციალურ სახლში ბინა უსახლკარო და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ერგებათ, ასეთი კი განაცხადების მიხედვით ამ ეტაპზე 55-ია.
მერის მოადგილე ვარაუდობს, რომ შერჩევას დეკემბერში დაასრულებს. აშენებული, დასრულებული და საჭიროების მქონე ოჯახებისთვის დაკეტილი ბინები ქედაში - ილონა შავლიძე მოგყვება.