მოსახლეობასა და მთავრობას შორის კომუნიკაციის ნაკლებობაზე საუბრობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი. თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტურამდე დეპუტატების შეხვედრები მოსახლეობასთან არ შეიძლება იყოს მხოლოდ წინასაარჩევნოდ და ეს უნდა გაგრძელდეს მუდმივად. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, არის ის, რომ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის თითქმის დაიკარგა, ან ძალიან შესუსტდა კონტაქტი.