პოლიტიკური სისტემის შეცვლა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, კოალიციური მთავრობა, სასამართლო სისტემის შეცვლა, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და პროკურატურა, – ამ მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების შესახებ ისაუბრა გრიგოლ ვაშაძემ, ქუთაისში ამომრჩეველთან შეხვედრაზე.
პრეზიდენტობის კანდიდატმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.