კედლის დემონტაჟი -ფიზიკური დაპირისპირება მეზობლებს შორის

04 ნოემბერი 2018, 00:00 3059 ნახვა

ხმაური ბათუმში. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით სამართალდამცველებმა 1 პირი დააკავეს. კედლის დემონტაჟის გამო  ერთმანეთს, ვახტანგ გორგასლის 128  და ფარნავაზ მეფის 139 ნომრებში, გვერდიგვერდ მდებარე კორპუსების მცხოვრებლები დაუპირისპირდნენ.  გორგასლის ქუჩაზე მცხოვრებთა თქმით მეზობლებს ეზო არა აქვთ და ტერიტორიის მიტაცება სურთ.

საპირისპიროს ამტკიცებენ ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მცხოვრებლები, მათი თქმით ღობის მოშლა მერიის ზედამხედველობის სამსახურის ნებართვით, სახანძრო უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მოხდა, რადგან  ეზოში ტექნიკის შეყვანა ხანძრის შემთვევაში ვერ მოხერხდებოდა. მერიაში ამბობენ, რომ მათ მშენებელმა კომპანია „ბალავარმა“ ღობის დემონტაჟისთვის მიმართა, რისი უფლებაც მისცეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი