ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თურქეთის რესპუბლიკის სამივე მოქალაქეს. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა 6 წლის ბავშვის გარდაცვალებისა და უნებართვო აფეთქების ფაქტზე დაკავებულთა ადვოკატის შუამდგომლობა, გირაოს შეფარდებაზე არ დააკმაყოფილა.
ადვოკატი ამტკიცებდა,რომ ისინი სამუშაოების შემსრულებლები იყვნენ და წარმოება - წარმართვაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდათ. კარიერის მოპოვებისას მომხდარ აფეთქებას, სამი დღის წინ ქედაში, 6 წლის ბიჭი ემსხვერპლა. მას სახლის ეზოში ასხლეტილი ქვა მოხვდა. იგი აფეთქებიდან დაახლოებით 100 მეტრში იმყოფებოდა.