დილიდან მიმდინარეობს შეხვედრა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში. შეხვედრას ესწრებოდნენ ლიდერები. ისინი ცვლილებებს აანონსებენ, რომელიც ორ ეტაპად განხორციელდება. ამბობენ, რომ პარტიის თავმჯდომარეს ჰქონდა შენიშვნები, თუმცა რა - არ აკონკრეტებენ.
ასევე ახსენებენ სისუსტეებს, საუბრობენ გადახალისებაზე, ასევე იმაზე რომ უფრო აქტიურად ჩაერთვება კამპანიაში ბიძინა ივანიშვილი.
მთავარი კითხვა დღესაც იყო რატომ ვერ გაიმარჯვა მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა არჩევნებში, ამჯერად ამ კითხვებზე საპასუხოდ შეიძლება ითქვას ბოლო პერიოდში პირველად მაჟორიტარები გამოჩდნენ.