ბათუმის საზღვაო აკადემიის ემერიტუსს, პროფესორ ვლადიმერ ჩხაიძეს 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დამსახურებული მოღვაწის სიგელი ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ გადასცა. ვლადიმერ ჩხაიძე ათეული წლებია, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. ვლადიმერ ჩხაიძე 4 გამოგონებისა და 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.