საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი აჭარაში შეხვედრებს მართავს. ჰუბერტ კნირშთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მთავრობის თავმჯდომარემ. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. შეხვედრაზე იმ შედეგების შესახებაც ისაუბრეს, რომელიც ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე საქართველომ მოიპოვა.
მთვარობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ ფრანკფურტში ვიზიტის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები გაიმართა KfW-ს ხელმძღვანელ პირებთან, რომლებზეც ბათუმთან ახლად შემოერთებული ტერიტორიების ინფრასტრუქტურული და ურბანული განვითარების პროექტის დეტალები განიხილეს.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს შეხვდა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონთა შორის ცალკეულ სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე.