ხვალ გახდება ცნობილი გახდება თუ არა გიგა ჩხარტიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე პოსტი, რომელიც ორი წელია ვაკანტურია. გიგა ჩხარტიშვილის კანდიდატურა საკონკურსო კომისიამ კიდევ 5 კანდიდატთან ერთად უმაღლეს საბჭოს წარუდგინა.არჩევანი კი ფრაქცია ,,ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ჩხარტიშვილზე შეაჩერა. უმრავლესობაში გადაწყვეტილების რამდენიმე ფაქტორზე საუბრობენ.
ირკვევა, რომ ქართული ოცნებისთვის მთავარი კრიტერიუმი გიგა ჩხარტიშვილის კონცეფცია აღმოჩნდა ასევე ის, რომ მას არ უმუშავია საჯარო სექტორში და არ აქვს პოლიტიკური წარსული. დღეს მაგალითად ნინო ჩხეტია საუბრობდა იმაზეც, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რის გამოც მათი ნდობა გიგა ჩხარტიშვილმა დაიმსახურა, ჩვენს არხზე მრჩევლებს შორის გამართული დებატები გახდა.