8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა - საქმის  ახალი გარემოებები

30 ოქტომბერი 2018, 00:00 2445 ნახვა

8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა. 34 წლის იაგო ნებიერიძე წარსულშიც ნასამართლევი იყო. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, მას ბრალი141-ე მუხლის საფუძველზე წარედგინა, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. (ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან).

კახა საბანაძის განცხადებით, ყველანაირი მტკიცებულება არსებობს იმისთვის, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს და დამნაშავე  კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს.

შსს-მ თავდაპირველად იაგო ნებიერიძეს ბრალი 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ პუნქტით წარუდგინა, დღეს კი მუხლი გადაკვალიფიცირდა. 

25 ოქტომბერს გორში სკოლისკენ მიმავალი 8 წლის გოგონა დაიკარგა. საღამოს პოლიციამ იგი მოკლული მდინარის პირას იპოვა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი