პარლამენტი მარიხუანას მოხმარებაზე შეზღუდვების შემოტანისა და სანქციების გამკაცრების საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას უბრუნდება. ახალი, სპეციალური მუხლის დამატების ინიციატივით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოვიდა.
საკითხს ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ. პარლამენტში წარდგენილი პაკეტის ფარგლებში, ცვლილებები ხორციელდება “სისხლის სამართლის კოდექსშიც.