ქედაში, სადაც ამომრჩევლების ყველაზე მაღალი აქტივობა 64,74% დაფიქსირდა, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. 31 უბნიდან ამ ეტაპზე დათვლილია 25 და ხმები ძირითადად სამ კანდიდატს შორის გაიყო.
''ქართული ოცნება'' დემოკრატიული საქართველოს კანდიდატს 49,6% აქვს მიღებული, მეორე ადგილზეა გრიგოლ ვაშაძე 30,7%-ით, ხოლო მესამე პოზიციაზე ''ევროპული საქართველოს'' ლიდერი დავით ბაქრაძეა, 13,9%.
საპრეზიდენტო არჩევნებზე ქედის მუნიციპალიტეტში 15 ათას 684 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.