ცესკოში „გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას“ წევრები მივიდნენ. ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დასაცავია ხმები, რათა არ მოხდეს არჩევნების გაყალბება.
ოპოზიცია ცესკოს მოუწოდებს, დროულად ატვირთონ ოქმები. აცხადებენ, რომ მათი დამკვირვებლების მიერ მოპოვებული ოქმების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.