თუ მეორე ტურში ვაშაძე გადავა, ბაქრაძე მას მხარს დაუჭერს

28 ოქტომბერი 2018, 00:00 1599 ნახვა

''ნაციონალურ მოძრაობასთან“ ფუნდამენტური განსხვავებების მიუხედავად, მეორე ტურის შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძეს დავუჭერთ მხარს'' - განაცხადა ''ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა.

დავით ბაქრაძის თქმით, პარტიის მიერ ჩატარებული კვლევებით პირველ ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, მეორე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, მესამეზე კი „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი დავით ბაქრაძე.

კანდიდატი ცესკოს მონაცემების გამოქვეყნებას ელოდება და ფიქრობს, რომ მეორე ტური გარდაუვალია. 

„მაღალი გათვლებით იქნება მეორე ტური და ოპოზიციას გააჩნია რეალური შანსი იმისა, რომ მეორე ტურში გაიმარჯვოს ოპოზიციის კანდიდატმა. მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებებისა „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, თუ იქნება მეორე ტური და მეორე ტურში გავა გრიგოლ ვაშაძე, ჩვენ მას დავუჭერთ მხარს“- განაცხადა ბაქრაძემ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი