ეგზიტპოლის ორი განსხვავებული შედეგი - ერთში ზურაბიშვილი ლიდერობს, მეორეს მიხედვით კი მეორე ტური იქნება

28 ოქტომბერი 2018, 00:00 1802 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ, ეგზიტპოლის შედეგები გაასაჯაროვეს ''ქართული ოცნების'' წევრებმა და ტელეკომპანია ''რუსთავი 2-მა. 

მმართველი გუნდის დაკვეთით, "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს, მას 52,3% აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა ბარიერი გადალახა და მეორე ტური არ იქნება. 

28,1 % მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ. დავით ბაქრაძემ კი 9,2%. 

მონაცემები საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააცნო.

პარალელურად მონაცემებს აქვეყნებს  ''რუსთავი 2''.   ''ედისონ რისერჩის'' კვლევის მიხედვით მეორე ტური იქნება, რადგან 50% ბარიერს ვერცერთი კანდიდატი ვერ ლახავს. 

გრიგოლ ვაშაძე - 40%

სალომე ზურაბიშვილი - 40%

დავით ბაქრაძე - 10%

შალვა ნათელაშვილი - 3%

დავით უსუფაშვილი - 2%

ზურაბ ჯაფარიძე - 2%

ამ ეტაპზე 16 საათის მონაცემებია გამოქვეყნებული. ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ ცდომილება შესაძლოა 3% იყოს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი