17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა 38.16 % აქტივობა ფიქსირდება, ხოლო რაოდენობრივად 1 337 284 ამომრჩეველმა ხმა უკვე მისცა.
ცესკოს ბოლო მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა 53.6% ფიქსირდება ამბროლაურში, ასევე მაღალი აქტივობაა ქედაში 52.3%.
საქართველოს მასშტაბით ყველაზე დაბალი აქტივობა 28.7% ფიქსირდება მარნეულში.
რაც შეეხება აჭარის რეგიონს, დაბალი აქტივობაა ბათუმში. აქ 36.3% გამოცხადდა უბანზე ხმის მისაცემად.
17:00 საათის მონაცემებით ქობულეთში 41.1% მივიდა, შუახევში - 46.7%, ხელვაჩაურში - 40.1%, ხულოში კი 45%.
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არ ფიქსირდება ისეთი დარღვევა, რაც არჩევნების საერთო შედეგზე გავლენას მოახდენს.