დამკვირვებლები უბანზე კანდიდატის სააგიტაციო ჟილეტებით მივიდნენ

28 ოქტომბერი 2018, 00:00 1696 ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 საჩივარი და 2 შენიშვნა უკვე დაწერა. დარღვევები ძირითადად  წილისყრის პროცედურებს უკავშირდება. სულხან სალაძის ინფორმაციით, ბორჯომში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლები პრეზიდენტობის კანდიდატის სააგიტაციო სიმბოლიკიანი ჟილეტებით მივიდნენ. კომისიის თავმჯდომარემ ისინი უბნიდან გაუშვა. დამკვირვებლებმა თქვეს, რომ ჟილეტები ''ქართული ოცნების'' ოფისში დაურიგეს. 

საარჩევნო კოდექსით კენჭისყრის შენობაში წინასაარჩევნო აგიტაცია აკრძალულია. 

საიას წევრებმა განაცხადეს, რომ დაფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ''ევროპული საქართველოსა'' და ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წილისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს. 

კრწანისის #9 უბანზე კი ''პატრიოტთა ალიანსის'' წარმომადგენელმა წილისყრით გამოვლენილი ფუნქციის, კომისიის სხვა წევრისთვის შეცვლა სცადა.

სულხან სალაძის ინფორმაციით, ბაღდადის 16-ე უბანზე ჩანაწერთა წიგნში დასალუქ ზონარებზე კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერები არ ფიქსირდება. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი