ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციას პრემიერი შეხვდა

27 ოქტომბერი 2018, 00:00 1351 ნახვა

ხვალინდელ საპრეზიდენტო არჩევნებს და ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს შეეხო საუბარი, მამუკა ბახტაძის ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციასთან შეხვედრისას. 

დელეგაციის წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო პერიოდის გამოწვევად ცალკეული კანდიდატების მიმართ სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი რიტორიკის გამოყენება დაასახელეს და იმედი გამოთქვეს, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩაივლის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ადამიანის უფლებების კუთხით  შექმნილ მძიმე მდგომარეობას.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი