საპრეზიდენტო არჩევნებზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - ს“ აჭარაში 52 დამკვირვებელი ეყოლება. მათი ძირითადი ნაწილი ბათუმში იმუშავებს, ნაწილი კი ქობულეთსა და ხელვაჩაურში. უბნებზე მობილური ჯგუფები გადაადგილდებიან და მონიტორინგს გაუწევენ საარჩევნო პროცესს.
რაც შეეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, ორგანიზაცია რეგიონში 25 დამკვირვებლით იქნება წარმოდგენილი. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, აჭარა არჩევნებს მშვიდ ვითარებაში ხვდება. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს აჭარაში „სამართლიანი არჩევნები“-ს წარმომადგენლები და სხვა ადგილობრივი ორგანიზაციები დააკვირდებიან.