ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე პოლიციას თავს დაესხა - შსს

26 ოქტომბერი 2018, 00:00 2109 ნახვა

რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ - განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

დოკუმენტში განმარტებულია, რომ სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებთან მივიდა. 

''საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით აყვანილია კიდევ ორი პირი - წერია განცხადებაში. 

მოკლული დავით სარალიძის მამა რამდენიმე საათის წინ დააკავეს. 

ამავე კატეგორიაში