ბათუმში 4 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

26 ოქტომბერი 2018, 00:00 10861 ნახვა

14 ივნისს, ბათუმის ერთ-ერთი პოლიციის განყოფილებასთან მოკლული ბავშვის ცხედარი იპოვეს. აღმოჩნდა, რომ 4 წლის გოგონა ცივი იარაღით იყო მოკლული. 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ კი დღეს უზბეკეთის მოქალაქე, რომელიც აღნიშნულ საქმეზე იყო ბრალდებული დამნაშავედ სცნო და მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ მისთვის მიბარებულ პატარას მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. 

''ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 4 წლის გოგონას  განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული, უზბეკეთის მოქალაქე ს.მ. დამნაშავედ ცნო. მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2018 წლის 13 ივნისს, ს.მ.-მ, ქ.ბათუმში, თავის დროებით საცხოვრებელ სახლში, მისთვის მიბარებულ, 4 წლის გოგონას განსაკუთრებული სისასტიკის გამოვლინებით, მოკვლის განზრახვით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა  მრავლობითი, მათ შორის სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის  დაზიანებები. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა'' - წერია განცხადებაში. 

უზბეკეთის მოქალაქე, სამართალდამცველებმა შემთხვევიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. სასამართლო პროცესებზე ის წარდგენილ ბრალს აღიარებდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი