ორ დღეში საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. მოქალაქეები ქვეყნის პირველ პირს 6 წლის ვადით ბოლოჯერ მიცემს ხმას პირდაპირი არჩევის გზით. საარჩევნო უბნებზე უკვე სრულდება მოსამზადებელი პროცესი. ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებისთვის სრულ მზადყოფნაში არიან, დაბეჭდილია ბიულეტენები. გუშინ არჩევნები უკვე ჩატარდა ავღანეთში, სამხედრო ბაზებზე გაკეთებული არჩევანის შედეგები 28 ოქტომბერს, 20 საათის შემდეგ გამოცხადდება.
კვირას საგანგებო რეჟიმში იმუშავებს ენერგო პრო ჯორჯია. კომპანიის ინფორმაციით, ყველა რაიონში 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ საგანგებოდ დანიშნული მორიგე ჯგუფები. ასევე, მობილიზებული იქნება ტექნიკა. იმ შემთხვევაში, თუ უამინდობის ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო, მოხდება ელექტროენერგიის ავარიული შეზღუდვა, კომპანიის ტექნიკური სამსახური მას აღმოფხვრის.