რამდენიმე წუთის წინ, თბილისში რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძე დააკავეს. სამართალდამცველებმა მასთან ერთად კიდევ ორი პირი აიყვანეს.
ვიდეო მასალას ტელეკომპანია პირველი ავრცელებს.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე დეტალებს აზუსტებენ.
რამდენიმე წუთის წინ კი, შსს-მ პირველ არხს განუცხადა, რომ ზაზა სარალიძე პოლიციელების ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.
ვიდეო : ტელეკომპანია პირველი
შვილმომკლული მამა ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი დაახლოებით ერთი თვეა რუსთაველის გამზირზე აქციას მართავენ. ისინი დამნაშავეების დასჯას ამ ფორმით ითხოვენ.