რა სასჯელი ემუქრება გორში 8 წლის ბავშვის სავარაუდო მკვლელს

26 ოქტომბერი 2018, 00:00 2167 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, 8 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა და საქმე 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ პუნქტით აღძრა. ეს მუხლი კი დამამძიმებელ გარემოებაში დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა გულისხმობს. 

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

გუშინ, 25 ოქტომბერს გორში სკოლისკენ მიმავალი 8 წლის გოგონა დაიკარგა. საღამოს პოლიციამ იგი მოკლული მდინარის პირას იპოვა. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბავშვს ძალადობის კვალი ეტყობა. მათი თქმით, მსხვერპლს ხელები მავთულით ჰქონდა შეკრული და თავზე პოლიეთილენის პარკი წამოცმული

თუმცა მომხდარის დეტალებზე, თუ როგორ იქნა მოკლული არასრულწლოვანი შინაგან საქმეთა სამინისტრო არ საუბრობს.

ამ ვერსიას კი მედია საშუალებები თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი