სამართლიანი არჩევნები: ”ხულოს მაღალჩინოსნების გადადგოგა კითხვის ნიშნებს აჩენს”

25 ოქტომბერი 2018, 00:00 1806 ნახვა

 საპრეზიდენტო არჩევნების მესამე შუალედური ანგარიში სამართლიანმა არჩევნებმაც გამოაქვეყნა.  1 -24 ოქტომბრის ჩათვლით სავარაუდო ზეწოლისა და იძულების,  აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობის  ამდენივე ფაქტი დაფიქსირდა.  დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიდოში გამოიკვეთა ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის 5 ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - 7; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის -4; წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის -11; სააგიტაციო მასალების დაზიანების -40 და კამპანიის წესების დარღვევის -1 შემთხვევა.

მესამე სექტორის განცხადებით სავარაუდო ზეწოლისა და იძულების ფაქტი დადასტურდა ქობულეთში.  ქობულეთის მუნიციპალიტეტის  ხელმძღვანელები მერიასა და აიპებში ებში დასაქმებულ პირებს „ქართული ოცნების“  მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალო მეზურაბიშვილის მხარდაჭერას აიძულებენ . მათი დავალებით თანამშრომლებს დაურიგდათ წინასწარ გამზადებული ცარიელი ბლანკები რომელშიც 15-20 მხარდამჭერის პერსონალური მონაცემები უნდა  შეაგროვონ. ხულოში კი როგორც დოკუმენტშია საუბარი, წინასაარჩევნოდ განხორციელდა საკადრო ცვლილება. საუბარია ხულოს უკვე ყოფილი მერის, გოჩა მელაძის მიერ თანამდებობის დატოვება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი