წინასაარჩევნო გარემო შეაფასა დღესვე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. შუალედურ ანგარიშში ნათქვამია, რომ დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1 ფაქტი: ფიზიკური დაპირისპირების 3 , ჟურნალისტებისათვის საქმიანობის სავარაუდო ხელშეშლის 1, ზეწოლის - 4 , პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან სავარაუდო გათავისუფლება -1 , სავარაუდოდ უკანონო შემოწირულობის 7 მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 5, უკანონო აგიტაციის სავარაუდო 4 ფაქტი. ასევე მესამე სექტორის დაკვირვებით გამოიკვეთა სააგიტაციო მასალების დაზიანებისა და სანდო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობა ფაქტები.