სახალხო დამცველი არასამთავრობო სექტორის კრიტიკის გამო ხელისუფლებას განცხადებით მიმართავს

24 ოქტომბერი 2018, 00:00 1692 ნახვა

სახალხო დამცველი არასამთავრობო სექტორის კრიტიკის გამო ხელისუფლებას განცხადებით მიმართავს და საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, „ბოლო პერიოდში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთდა არა ერთი განცხადება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების, კორუფციის პრევენციის, ადამიანის უფლებების დაცვის, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის და არჩევნების მონიტორინგის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელი პირების დისკრედიტაციას“.

საქართველოს სახალხო დამცველი მხარდაჭერას უცხადებს ყველა იმ ორგანიზაციას და მათ წარმომადგენელს, რომლებიც მრავალი წელია ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დასამკვიდრებლად მუშაობენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი