შეხვედრა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელთან

18 ოქტომბერი 2018, 00:00 1712 ნახვა

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელს  შეხვდა.  შეხვედრაზე თანამშრომლობის  საკითხები და მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა საერთაშორისო ორგანიზაციის  ჩართულობაზე რეგიონში და აღნიშნა, რომ ის პროექტები, რომელსაც ორგანიზაცია ახორციელებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ, დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის და უსაფრთხო მიგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით, აჭარის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.

ზაზა ტაკიძე /სტაჟიორი/
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში