მოსახლეობამ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. დღეს გავიგოთ ვის რა ხედვა აქვს გარემოს დაცვის მიმართულებით? გარემოზე ზრუნვა და ეკოლოგიური პრობლემები - პრეზიდენტობის კანდიდატების მოსაზრებები არაერთგვაროვანია.
გამარჯვების შემთხვევაში ნაწილი ევროპული სტანდარტის დანერგვას გეგმავს, ნაწილი კი თვლის, რომ გარემოზე ზრუნვა პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის, მაშინ როცა საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე მაღალია.