დატოვებს თუ არა თანამდებობას ხულოს მერი?

17 ოქტომბერი 2018, 00:00 2460 ნახვა

რეგიონის პირველი პირი თვითმმართველობის არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ ამბობს, რომ ჩავარდნებია, რაშიც იგი მუნიციპალიტეტის  პირველი პირების საქმიანობას გულისხმობს. დეტალებზე  თორნიკე რიჟვაძეს არ უსაუბრია. არც იმაზე, დატოვებს თუ არა ვადამდე ადრე რომელიმე  მერი პოსტს.  პირველი, ვისზეც უკვე საუბრობენ, რომ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს, ხულოს მერი გოჩა მელაძეა.

მოსალოდნელია თუ არა რეგიონში საკადრო გადაადგილება და ხალხის მიერ არჩეული მერების შეცვლა? კანონმდებლობის მიხედვით, მერისთვის უნდობლობის გამოცხადება შეუძლია საკრებულოს და საინიციატივო ჯგუფს. ამასთან თანამდებობის დატოვების უფლება  საკუთარი განცხადების საფუძველზე აქვს მერს.  თუმცა აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევებში, თუკი გოჩა მელაძე ვადის ამოწურვამდე პოსტს დატოვებს, კითხვის ნიშნები გაჩნდება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში