პროკურატურამ გარკვეული საქმეების გადასინჯვა დაიწყო

26 ივლისი 2016, 00:00 4528 ნახვა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვა დაიწყო. ამ მიზნით პარლამენტში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. შედეგად ცვლილება შევიდა 310-ე მუხლში, რომლის თანახმადაც 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების ხელახალი შესწავლა მოხდება. დღეს საგამოძიებო უწყებაში კონკრეტული საქმეებიც დასახელდა, რომლის გადახედვაც უკვე დაწყებულია, ესენია იოსებ ჯანდიერის, თემურ სალაყაიას და ანდრო ჩხიკვიშვილის საქმეები. მთავარი პროკურატურის განცხადებას დღეს შეფასებები მოჰყვა ყოფილი პოლიტპატიმრებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლების მხრიდან. მიაჩნიათ, რომ პროკურატურამ ძველი საქმეების გადახედვაც უნდა დაიწყოს. 

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი