''ტოსკა'' ხელოვნების ცენტრის სცენაზე

26 ივლისი 2016, 00:00 3063 ნახვა

პრემიერის შემდეგ პირველად ’’ტოსკა’’ ხელოვნების ცენტრის სცენაზე. ბათუმის მუსიკალური ცენტრის საოპერო დასმა ჯაკომო პუჩინის ნაწარმოები 2 თვიანი პაუზის შემდეგ ითამაშა. უცვლელი დარჩა სოლისტების შემადგენლობა. სპექტაკლი სამმოქმედებიანია და მისი ხანგრძლივობა თითქმის 3 საათია. საოპერო წარმოდგენაში სიმფონიური ორკესტრი და კაპელა მონაწილეობენ.სპეციალურად, რიგით  მესამე  ჩვენებისთვის ბათუმში ჩამოვიდნენ დადგმის რეჟისორი ჰანს იოაჰიმ ფრეი და დირიჟორი მაურიციო ჩამპი.საოპერო დასის უახლოეს გეგმებშია რეპერტუარის ბოლო ნამუშევარი-‘’ტოსკა’’ გასტროლებზე უცხოელ მაყურებელს წარუდგინოს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში