ჰაიდარ აბაშიძის 13 ნომერში რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იწყება. პირველ, 14 სართულიან საცხოვრებელ სახლს კომპანია ,,გუმბათი ჯგუფი“ ააშენებს. იმ ფონზე როცა ბოლო დღეებში მოსახლეობა და სამოქალაქო სექტორი ზღვისპირა ქალაქში სწორედ მაღალსართულიანი შენობების მშენებლობას აპროტესტებენ, მერიაში ამბობენ, რომ გორგასლისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთაში დაგეგმილი მშენებლობებით ქალაქის ისტორიული განაშენიანების კონცეფცია არ ირღვევა.