საზ. მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატებს იწყებს

15 ოქტომბერი 2018, 00:00 2041 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატებს იწყებს. დღეიდან, საღამოს 20 საათზე დრო დაეთმობათ „არჩევნები 2018“-ში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატებს, საკუთარი ხედვის მაყურებელისთვის გასაცნობად. მაუწყებელმა დებატებში მონაწილეობა შესთავაზა 25-ვე კანდიდატს, მათ შორის კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ სუბიექტებს, ასევე საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ კანდიდატებს.

25 კანდიდატიდან გადაცემაში მონაწილეობაზე უმრავლესობამ უარი თქვა. პირველი გადაცემის სტუმრები იქნებიან დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატები: ბესარიონ თედიაშვილი, კახაბერ ჭიჭინაძე და თეიმურაზ შაშიაშვილი. „არჩევნები 2018“-ის მოსმენა შესაძლებელი იქნება რადიო აჭარის ეთერშიც ტალღაზე 104.5. გადაცემა  ერთი საათი გაგრძელდება. კანდიდატები წამყვანის კითხვებს უპასუხებენ, ასევე  ერთმანეთის ხედვებს შეაფასებენ. სურვილის შემთხვევაში კითხვებს დასვამენ, ან კომენტარებს გააკეთებენ აუდიტორიაში მყოფი მხარდამჭერებიც.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი