არაჯანსაღი წინასაარჩევნო გარემო ქედაში. სხვადასხვა დარღვევასა და ნეპოტიზმის შემთხვევებზე საუბრობენ - ნაციონალური მოძრაობის წევრები. მათ კონკრეტული მაგალითებიც მოჰყავთ. ამბობენ,რომ საარჩევნო კომისიები საჯარო მოხელეების ნათესავებით დაკომპლექტდა. რასაც არ ეთანხმებიან ნომერ 80 საარჩევნო ოლქში, რომლის თავმჯდომარის განცხადებით, კადრები მათი კვალიფიკაციისა და გამოცდილების ხარჯზე შეირჩა.
პარტია ევროპულ საქართველოში კი მათი და სხვა პოლიტიკური ძალების სააგიტაციო მასალების დაზიანებაზე საუბრობენ, ნუგზარ ბერიძე აღნიშნავს, რომ ამ მასალებს შორის ქართული ოცნების სააგიტაციო პლაკატებიც არის და ამაში სავარაუდოდ რომელიმე სხვა ოპოზიციური ძალაა დამნაშავე.