პრეზიდენტობის 25 მსურველიდან დებატებში მხოლოდ 7 მონაწილეობს - აჭარის ტელევიზია დებატებს იწყებს

15 ოქტომბერი 2018, 00:00 2829 ნახვა

დღეიდან, 15 ოქტომბრიდან, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი საპრეზიდენტო კანდიდატებს  შორის დებატებს იწყებს.

„არჩევნები 2018“-ი ეთერში 20:00 საათზე გავა, რომელიც პარალელურად რადიო აჭარის ეთერში - ტალღაზე FM 104.5 გადაიცემა.  

25 კანდიდატიდან გადაცემაში მონაწილეობაზე მხოლოდ 7  დათანხმდა.

 

დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს გიორგი ანდრიაძემ და ვლადიმერ ნონიკაშვილმა. მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა.

უარი თქვა მიხეილ სალუაშვილმა - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“.

უარი განაცხადეს შემდეგმა კანდიდატებმაც:

მიხეილ ანთაძე - „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“;

დავით ბაქრაძე - „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“;

ვახტანგ გაბუნია - „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“;

გრიგოლ ვაშაძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;  

შალვა ნათელაშვილი - „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“; ზვიად მეხატიშვილი - „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“;

კაკი ასათიანი - „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“;

ოთარ მეუნარგია - „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“;

ირაკლი გორგაძე - მოძრაობა „თავისუფალი საქართველოსთვის“; დავით უსუფაშვილი - „თავისუფალი დემოკრატები“;

თამარ ცხორაგაული - „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“; ზვიად ბაღდავაძე - სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო;“ ზვიად იაშვილი - „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“;

ლევან ჩხეიძე - „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“;

გადაცემის ფორმატი შემდეგნაირია:

კანდიდატებს მიეცემათ დრო მისალმებისა და საკუთარი თავის წარდგენისთვის. შემდეგ კი, მონაწილეებს წამყვანის კითხვებზე მოუწევთ პასუხების გაცემა. მესამე ნაწილში, სურვილის შემთხვევაში, კანდიდატები თავად დასვამენ შეკითხვებს ოპონენტების მისამართით, ან გააკეთებენ კომენტარებს, ექნებათ შეკამათების საშუალება. დასკვნით ნაწილში  დრო დაეთმობა აუდიტორიას.  

მაუწყებელმა „არჩევნები 2018“-ში მონაწილეობა  შესთავაზა ყველა კანდიდატს, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ 6 კანდიდატს, კვალიფიციური სუბიექტების 16 კანდიდატს და არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების 3 კანდიდატს. აქედან დებატებში მონაწილეობს 7 კანდიდატი, რომლებიც სტატუსისა და საარჩევნო ნომრების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

15 ოქტომბერი, ორშაბათი, 20:00 საათი. საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატები:

ბესარიონ თედიაშვილი;

კახაბერ ჭიჭინაძე;

თეიმურაზ შაშიაშვილი.

დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს გიორგი ანდრიაძემ და ვლადიმერ ნონიკაშვილმა. გადაცემაში მონაწილეობაზე ასევე, უარი განაცხადა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა და მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა.

 

16 ოქტომბერი, სამშაბათი, 20:00 საათი. არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები:

პარტია „საქართველო“ - გიორგი ლილუაშვილი;

„გირჩი“ - ზურაბ ჯაფარიძე.

დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვა მიხეილ სალუაშვილმა - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“.

 

18 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 20:00 საათი. კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები:

კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველო“;

გელა ხუციშვილი - „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური  მოძრაობა“.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი