ვითარება ღამის კლუბებში-ბრიფინგი

26 ივლისი 2016, 00:00 3411 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო მონიტორინგი” ღამის კლუბებში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს. დავით ბერიძის განცხადებით, ბათუმის სანაპირო ზოლზე განთავსებულ გასართობ დაწესებულებებში არასრულწლოვნების შეშვება, შემდეგ კი მათი კონფლიქტურ სიტუაციებში ჩართვა ხდება. დავით ბერიძე ეჭვქვეშ აყენებს კლუბების ლეგალურად ფუნქციონირების საკითხსაც. მისი მტკიცებით, ფლობს არაოფიციალურ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ბუნგალოების ნაწილი საჭირო ნებართვებისა და დოკუმენტაციის გარეშე ფუნქციონირებს. მესამე სექტორის წევრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი