“მზად ვარ შევხვდე მთავარ პროკურორს იმის დასადასტურებლად, რომ რეალური შეიძლება იყოს მათგან წამოსული გამოძიება და არა გამოძიება გამოძიებისათვის” - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ. დღესვე გიორგი პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ პრემიერთან შეხვედრის მოლოდინშია.