დღეს აჭარას ევროკავშირის ახალი ელჩი სტუმრობს. კარლ ჰარცელი ვიზიტის ფარგლებში რეგიონში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებს ეცნობა. მან უკვე მოინახულა ჩაქვის წყლის რეზერვუარი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესაც შეხვდა, საუბრის თემა ქვეყანაში მართლმსაჯულების სექტორის მხარდაჭერა იყო.