თუ თქვენ უძრავი ქონების შეძენას სესხის უზრუნველყოფით აპირებთ, ახალი რეგულაციების გათვალისწინება მოგიწევთ. პირველი ნოემბრიდან საცხოვრებელს მხოლოდ იმ შეთხვევაში იყიდით თუ თანამსესხებელი თქვენივე ოჯახის წევრია.
ეროვნული ბანკის დებულება ძალაში 20 დღეში შედის. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მსესხებელს ან თანამსესხებელს შემოსავალთან ერთად აუცილებლად უნდა ჰქონდეს ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება.
ამასთან უნდა ჩატარდეს შემოსავლების დეტალური ანალიზი, რასაც აქამდე კანონი არ არეგულირებდა. დებულების სამუშაო ვერსია სებ-მა მაისში გაასაჯაროვა და ძალაში ყველა საფინანსო ორგანიზაციისთვის 1 იანვრიდან უნდა შესულიყო,თუმცა კომერციული ბანკებისთვის შეზღუდვა ორი თვით ადრე ამოქმედდება.
რას უკავშირდება დაწესებული შეზღუდვები - ჭარბვალიანობას თუ რისკებს რომელიც სესხის გაცემის დროს არსებობს. რა შედეგს ელოდებიან ცვლილების ავტორები