ლეღვაში მცხოვრებ უხუცესს 100 წლის იუბილე მიულოცეს

10 ოქტომბერი 2018, 00:00 3959 ნახვა

ქობულეთში,  სოფელ ლეღვაში მცხოვრებ ფატი მანელიშვილს 100 წელი შეუსრულდა.  იგი  პროფესიით პედაგოგია.  1 შვილი, 3 შვილიშვილი და 5 შვილთაშვილი ჰყავს.    უხუცესს 100 წლის იუბილე   აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა , ასევე ქობულეთის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მიულოცეს. 

‘’ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამის  ფარგლებში ფატი მანელიშვილს 1000 ლარი გადაეცა.  ამჟამად აჭარაში 100 წლისა და 100 წელს გადაცილებული  36  ადამიანი   ცხოვრობს. ყველა მათგანი ქალია.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში