შვიდი ორმოცდასამის წინააღმდეგ - ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის პროექტი დაამტკიცა. დოკუმენტი ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსის მიერაა მომზადებული. ანგარიშში დადებიდათაა შეფასებული საქართველოსთან ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების შესრულების დონე, თუმცა საუბარია გამოწვევებსა და შენიშვნებზეც. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადაჭრას პრობლემები, რომლებიც უკავშირდება შრომით უფლებებს, გარემოს დაცვას, ასევე მოწყვლადი ჯგუფებისა და ქალების წინააღმდეგ დისკრიმინაციას. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს სტაბილურობის, დემოკრატიული რეფორმებისა და ქართველებისთვის ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესების უზრუნველყოფა. ანგარიშში გამოთქმულია ევროპარლამენტის მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს რეფორმების პროცესში. დოკუმენტში ასევე საუბარია რუსეთის აგრესიაზე, საქართველოს წინააღმდეგ.