სეზონური ვაქცინაცია - მედიკოსების რეკომენდაცია

10 ოქტომბერი 2018, 00:00 2406 ნახვა

სეზონური გრიპის თავიდან აცილების  და პროფილაქტიკის მიზნით მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო. აცრა მაღალი რისკი მქონე პირებისთვის უფასოა.

სახელმწიფომ 2018-2019 წლეებში მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებად ქრონიკული დაავადების, 18 წლამდე, აირ ინფიცირებული,  ცე ჰეპატიტის მქონე პირები, მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრის ბინადრები და ორსულები დაასახელა.

რეგიონში  გრიპის  საწინააღმდეგო ვაქცინები  უკვე შემოტანილია.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები დღეს მედიკოსებს ხვდებიან.

შეხვედრაზე ყურადღება ორსულებზე გამახვილდა. მედიკოსების ინფორმაციით მაღალი რისკის მქონე ჯგუფს ფეხმძიმე ქალებიც განეკუთვნებიან. ექიმების თქმით, ვაქცინა უსაფრთხოა ფეხმძიმობის ყველა ეტაპზე და მათთვის დროული ვაქცინაცია სავალდებულოა.

გასულ წელს, რეგიონში გრიპის ვაქცინაციით 4 ათასამდე მოქალაქემ ისარგებლა.

 

 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი