28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ქედაში 31 უბანი გაიხსნება, აქედან 16 შშმ პირებისთვისაა ადაპტირებული. ქედის მუნიციპალიტეტში 15 ათას 684 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
#80-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, გასული წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, ამომრჩეველთა რაოდენობა ოდნავ გაიზარდა.