ეროვნული ლიგა 2-ის 27 ტურის შეხვედრაში ბათუმის „დინამომ“ მარტვილის „მერანი“ დაამარცხა. შეხვედრაში პირველი გოლი ტაიმის ბოლოს 43-ე წუთზე გავიდა, მეტოქეს გაბრიელ რამოსმა გაუტანა.
დამატებით დროში სხვაობა ორ ბურთამდე ამირან აბუსერიძემ გაზარდა, შეხვედრა 2:0 ბათუმის „დინამოს“ სასარგებლოდ დასრულდა.