„სპუტნიკ ოსეტია“  დაკავებული მაია ოთინაშვილის ვიდეო მასალას ავრცელებს

05 ოქტომბერი 2018, 00:00 2044 ნახვა

საუბარი იმაზე, რომ მაია ოთინაშვილი კარგ პირობებშია და ლამის კომფორტულად არის, უკვე სერიოზული არ არის ასე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სააგენტო „სპუტნიკ ოსეტიას“ მიერ  საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის შესახებ ვიდეომასალის გავრცელებას გამოეხმაურა.  ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დაკავებული ქალი გათავისუფლდეს.

როგორც ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედი მედიასაშუალებები წერენ, „მაია ოთინაშვილი ჯანმრთელობას არ უჩივის“. მათივე ცნობით, დღეს მაია ოთინაშვილი ცხინვალის ციხეში ოსმა ჟურნალისტებმა მოინახულეს და „როგორც თავად დაკავებულმა განაცხადა, კარგად ეპყრობიან და ჯანმრთელობას არ უჩივის“. რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის ქალი 29 სექტემბერს დააკავეს.

ამავე კატეგორიაში