ავარიის დროს დაშავებული 21 წლის გოგო რეანიმაციაშია

04 ოქტომბერი 2018, 00:00 5714 ნახვა

ბათუმში აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ავტობუსი შეეჯახა.

შემთხვევისას დაშავდა ორი მგზავრიც, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები.

ერთ-ერთი პაციენტი, 21 წლის გოგო ამ დრომდე რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მედიკოსების განცხადებით, მას ტრავმული შოკი, მრავლობითი მოტეხილობები და ტვინის შერყევა აქვს. 

კიდევ ერთი დაშავებული კი რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. კლინიკის წარმომადგენელთა განმარტებით, მას მალე ბინაზე გაწერენ

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში